Asset 3@2x

ალუმინის კომპოზიტი

ალუმინის კომპოზიტური პანელები იგივე ალუკაბონდი, იგივე დიბონდი თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საფასადე მასალაა.

ვილების, კოტეჯების, სახლების, ცათამბრჯენების და სხვა ნებისმიერი საცხოვრებელი ან სავაჭრო ობიექტის შესაფუდად ხშირ შემთხვევაში ალუკაბონდზე აკეთებს თანამედროვე მსოფლიო არჩევანს.

კომპოზიტურ პანელებს აქვს ფერებისა და ფაქტურების უზარმაზარი არჩევანი, კერძოდ ისინი გვხვდება რალის ფერებში, ხის სხვადასხვა ფაქტურებში, ქვის ფაქტურებში, მეტალის იმიტაციებით როგორიცაა სპილენძი ვერცხლი ოქრო და ა.შ. გარდა ამისა ქვის ბუნებრივი გრანიტის ან სულაც სარკისებრი. დიზაინის მხრივ მას შეუძლია ნებისმიერი ტექსტურის იმიტირება გაიმეოროს.

გარდა საფასადე მასალისა კომპოზიტები გამოიყენება ასევე ბანკების, რესტორნების, კომერციული ფართების, ჯიხურების, სუპერ და ჰიპერმარკეტების, აგრეთვე სალონებისა და სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულების ობიექტის სარეკლამოდ.

ბუნებრივი თვისებები

კომპოზიტის პანელებს გამოირჩევა ფასადისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებებით:

მზა ალუმინის კომპოზიტი გამოიყურება როგორც ფოტოზეა და აღვწერ ქვევიდან ზევით:

1.ალუმინის ფენა რომელიც დაფარულია ანტიკოროზიული საღებავით:

2.წებოვანი ლენტით ეკვრება პოლიმერს;

3.შემდგომ პოლიმერიდან მეორე საბოლოო ფენა ალუმინის ლისტი ასევე წებოვანი ლენტით ეკვრება;

4.საბოლოო ფენა იფარება ნებისმიერი ტიპის საღებავით ან/და ფაქტურით;

5.ეკვრება დამცავი ლენტი და მსგავს მდგომარეობაში გამოდის ქარხნიდან;

 

ტექნიკური მახასიათებლები:

ძირითადად გავრცელებულია სამი ტიპის ალუმინის კომპოზიტი ცეცხლმედეგობის მიმართულებით.

ალუკაბონდში ძირითადად გვხვდება B2, A2 და B1. ფასადზე გამოიყენება B1 ხოლო სარეკლამოდ B2 და A2.

A2აალებადი, არ გამოყოფს ტოქსიკურ გაზებს
6 სართულამდე გამოსაყენებელი მასალა
A1არააალებადი, არ გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს
მრავალსართულია ფასადზე გამოსაყენებელი მასალა
B2აალებადი, გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს
6 სართულამდე გამოსაყენებელი მასალა
B1არააალებადი,გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს
მრავალსართულია ფასადზე გამოსაყენებელი მასალა
ალუკაბონდის მონტაჟი

მონტაჟის ერთერთი გავრცელებული ფორმაა, ვერტიკალზე ალუმინის პროფილები მაგრდება პირდაპირ ბეტონის დასხმებს შორის ე.წ „კრონშტეინებით“, შემდგომ კედელი ივსება მინერალური ბამბის ან სხვა საიზოლაციო მასალით, შემდგომ საბოლოოდ იფარება კომპოზიტის ლისტებით.

იხ.ვიდეო