Asset 3@2x

კომპანია

კომპანიის შესახებ

კომპანია „EURO PANEL“ – ი  დაარსდა აღნიშნულ სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი გუნდის მიერ.

მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს საფასადე მასალებისა და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სამუშაოების მიმართულებას, საერთაშორისო ვაჭრობას, საერთაშორისო გადაზიდვებსა და საბაჟო საქმეს, არის საწინდარი კომპანიის სწრაფი და სტაბილური განვითარების.

ჩვენს მთავარ უპირატესობას, წარმოადგენს საბოლოო სერვისის წარმოქმნაში მონაწილე ყველა კომპონენტის საფუძვლიანი ცოდნა და კლიენტებთან ურთიერთობის 10 წლიანი გამოცდილება.

აღნიშნულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ კლიენტებთან და პარტნიორებთან, სწორი და ხარისხიანი მომსახურების მეთოდები, რაც თავის მხრივ პირდაპირ აისახება სწრაფ და სანდო სერვისზე.

კომპანიის აქვს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

დამატებითი სერვისების ხარჯზე, ჩვენი გუნდი ქმნის სრულ კომფორტს მომხმარებლებისთვის.

მისია

ჩვენი მისია, არის მრავალწლიანი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, სფეროში არსებული ინოვაციებისა და სიახლეების მუდმივი დანერგვით, განვავითაროთ და გავაფართოვოთ კომპანიის საქმიანობის არეალი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, უმოკლეს ვადაში ვპოზიციონირდეთ რეგიონში მოწინავე გუნდად

მიზანი

ჩვენი მიზანია, ერთი ფანჯრის პრინციპით, შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს მომხმარებელს, პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ყველა პროდუქტი თუ სერვისი, მიიღოს სწრაფად, ხარისხიანად და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი ტარიფებით