ფიბროცემენტი ალუმინის კომპოზიტების, HPLS-პანელის, ბუნებრივი ქვის ან სხვა ფასადისმასალისგან გასხვავებით ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანია და როგორც თვისებებით ასევე ვიზუალით არ ჩამოუვარდება არცერთ ზემოთჩამოთვლილს.
ხშირად ფიბროცემენტის გაკვრა ფასადზე უფრო დაბალბიუჯეტიანია ვიდრე აგურის კედლის ლესვა, მოსწორება, დაგრუნტვა და შემდგომ ღებვა ანუ ის კონკურენციას ბათქაშსა და ღებვასაც კი უწევს.
ძირითადად ფიბროცემენტით იფუთება: ვილები, კოტეჯები, თუმცაღა გამოიყენებენ მაღალსართულიანი შენობის შესაბუთადაც.
- არის ეკოლოგიურად სუფთა
- მასალა ხანძარუსაფრთხოებას შენობაზე საგრძნობლად ზრდის
- არ ჩამოუვარდება ვიზუალით სხვა უფრო ძვირადღირებულ მასალებს
- კონკურენციას უწევს შელესვა-ღებვით სამუშაოებს ფასში
ეს გახლავთ კორპუსის შეფუთვის სტანდარტული მოდელი, მაგრამ ამას გარდა აქვს საიდინგ სისტემით
საიდინგ სისტემით მონტაჟი 100% დაცულობას უზრუნველყოფს წვიმის დაცვის მხრივ, როდესაც სხვა სისტემებს მეტი დაკვირვება და შრომა ჭირდება იდეალურად ყველა სიცარიელის დასაფარად.
ბუნებრივი თვისებები
- ფიბროცემენტი არის ცემენტის და ცელულოზის ფიბროს ნაზავი რომლისგანაც ვიღებთ მდგრად მასალას.
- არის ეკოლოგიურად სუფთა
- A2 წვის კატეგორიაში გადის, რაც გულისხმობს უმაღლეს რეზისტენტულობას აალების მიმართ, გარდა ამისა მაღალ ტემპერატურაზე გახურების შემთხვევაში არ გამოყოფს მავნე გაზებს ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
- მასალის სისქე ძირითადად 6მმ-16მმ მდე იწარმოება
- ფერი:შესაძლოა იყოს შეუღებავი და შემდგომ შეიღებოს, ან რალის ნებისმიერ ფერში ან ნებისმიერ ხისა და ქვის ფაქტურებში.