სენდვიჩპანელი ერთერთი საუკეთესო თანამედროვე შეფუთვის მარტივი და დაბალხარჯიანი გადაწყვეტაა, სენდვიჩპანელებით იფუთება ქარხნები, კონტეინერები, სადაჩე ტიპის სახლები ფერმები სათბურები და სხვა მრავალი ნაგებობები.
სენდვიჩ პანელის ორი ტიპია გავრცელებული სასახურავე და კედლის.
კედლის
სენდვიჩპანელი
სასახურავე
სენდვიჩპანელი
როგორც ფოტოზე ჩანს განმასხვავებელი ამოზნექილი კეხების რაოდენობაა ერთ ლისტში.
- უძლებს ნებისმიერი ტიპის გარემო-პირობებს
- აქვს საკუთარი ხმის იზოლაცია
- აქვს საკუთარი თბოიზოლაცია
- 20 და მეტი წელი საექსპლუატაციო ვადა
- ფერების არჩევანი
საქართველოში სენდვიჩ პანელი ძირითადად 2 სახითაა გავრცელებული პოლიურეთანის და ქვა-ბამბის;
პოლიურეთანის თვისებებია:
- ხმის იზოლაცია;
- თბოიზოლაცია;
- მაღალი ექსპლუატაციის ვადა
ქვა-ბამბის თვისებებია:
- ხმის იზოლაცია;
- თბოიზოლაცია;
- მაღალი ექსპლუატაციის ვადა
- ნაკლებად აალებადობა;
ორივე მასალას აქვს დაპრესვის დონე რომელიც ასევე განსაზღვრავს მასალის ხარისხსაც. რაც უფრო დაპრესილია, მით უფრო მეტი აქვს ზემოთჩამოთვლილი თვისებები. დაპრესვის ნორმა ძირითადად 0.35-ზე მაღალი უნდა იყოს რომ მასალა ხარისხის სტანდარტს შეესაბამებოდეს.
ასევე განმასხვავებელია მეტალის სისქე;
უმეტეს შემთხვევაში ის 0.03-დან 0.05 მიკრონამდე მერყეობს, მეტალის სისქე განსაზღვრავს მასალი სიმყარეს რაც გასათვალისწინებელია ინდივიდუალურად ყველა პროექტისთვის, თუმცაღა ძირითადად 0.04 სისქის მეტალი გამოიყენება ჩვენს პირობებში.
სენდვიჩპანელი მოქცეულია ორი მეტალის ფენას შორის.
- სენდვიჩით კონსტრუქციის აწყობა მარტივია და ნაკლებ მუშახელს მოითხოვს, რაც მონტაჟის ხარჯებს ამცირებს;
- არ საჭიროებს გარე მხარეს დამატებით შელესვას, შეღებვას ან და სხვა საიზოლაციო თუ დაფარვით სამუშაოებს რაც ასევე საგრძნობლად ამცირებს როგორც ხარჯს ასევე დროს;
- იქედან გამომდინარე, რომ სენდვიჩპანელს ორივე მხრიდან აქვს მეტალის ფენა, არც შიდა მხარეს არ საჭიროებს ღებვას, ლესვას ან/და სხვა ჩარევებს.
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის პირობებში სენდვიჩპანელით აგებულ შენობა-ნაგებობაზე არ მოგიწევთ მის განახლებაზე დამატებითი ხარჯების გაღება, რაც ასევე ზრდის მის პროდუქტიულობას.
ეს ოთხი მიზეზია, რის გამოც სენდვიჩპანელზე აკეთებს პროგრესული თანამედროვე ტიპის შენობა ნაგებობების და სხვა საწარმო, თუ სოფლისმეურნეობის დანიშნულებისთვის ჭკვიანი ინვესტორი არჩევანს.