კომპოზიტურ პანელებს აქვს ფერებისა და ფაქტურების უზარმაზარი არჩევანი, კერძოდ ისინი გვხვდება რალის ფერებში, ხის სხვადასხვა ფაქტურებში, ქვის ფაქტურებში, მეტალის იმიტაციებით როგორიცაა სპილენძი ვერცხლი ოქრო და ა.შ. გარდა ამისა ქვის ბუნებრივი გრანიტის ან სულაც სარკისებრი. დიზაინის მხრივ მას შეუძლია ნებისმიერი ტექსტურის იმიტირება გაიმეოროს.
კომპოზიტის პანელებს გამოირჩევა ფასადისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებებით:
- მდგრადია გარემოპირობების მიმართ-ყინვის, წვიმის, ქარის, სიცხის მიმართ აქვს პრაქტიკულად 100% გამძლეობა;
- ვანდალიზმის შემთხვევაში, დაზიანებული კერის შეცვლა არის მარტივი და არ მოითხოვს ხანგრძლივ ან ძვირადღირებულ ჩარევებს;
- შეუძლია მიიღოს პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმა, რაც რთული არქიტექურული შენობის შეფუთვას საგრძნობლად ამარტივებს როგოც პროექტირების ასევე დროის მხრივ.
მზა ალუმინის კომპოზიტი გამოიყურება როგორც ფოტოზეა და აღვწერ ქვევიდან ზევით:
1.ალუმინის ფენა რომელიც დაფარულია ანტიკოროზიული საღებავით:
2.წებოვანი ლენტით ეკვრება პოლიმერს;
3.შემდგომ პოლიმერიდან მეორე საბოლოო ფენა ალუმინის ლისტი ასევე წებოვანი ლენტით ეკვრება;
4.საბოლოო ფენა იფარება ნებისმიერი ტიპის საღებავით ან/და ფაქტურით;
5.ეკვრება დამცავი ლენტი და მსგავს მდგომარეობაში გამოდის ქარხნიდან;
ძირითადად გავრცელებულია სამი ტიპის ალუმინის კომპოზიტი ცეცხლმედეგობის მიმართულებით.
ალუკაბონდში ძირითადად გვხვდება B2, A2 და B1. ფასადზე გამოიყენება B1 ხოლო სარეკლამოდ B2 და A2.
A2 | აალებადი, არ გამოყოფს ტოქსიკურ გაზებს | 6 სართულამდე გამოსაყენებელი მასალა |
A1 | არააალებადი, არ გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს | მრავალსართულია ფასადზე გამოსაყენებელი მასალა |
B2 | აალებადი, გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს | 6 სართულამდე გამოსაყენებელი მასალა |
B1 | არააალებადი,გამოყოფს წვისას ტოქსიკურ გაზებს | მრავალსართულია ფასადზე გამოსაყენებელი მასალა |
მონტაჟის ერთერთი გავრცელებული ფორმაა, ვერტიკალზე ალუმინის პროფილები მაგრდება პირდაპირ ბეტონის დასხმებს შორის ე.წ „კრონშტეინებით“, შემდგომ კედელი ივსება მინერალური ბამბის ან სხვა საიზოლაციო მასალით, შემდგომ საბოლოოდ იფარება კომპოზიტის ლისტებით.
იხ.ვიდეო